2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.
„Channel 14“-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.
ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.
„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა