– „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი – ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.
„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, „ჰამასს“ აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი პირობები. ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ კომბინირებულ მიდგომას – პირველ რიგში, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს არ გაამართლებს, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ, რათა მისია სრულად შესრულდეს“, -განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?