– “ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ულტიმატუმი შეარბილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი შეარბილა.
ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბენიამინ ნეთანიაჰუ მიანიშნებს, რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„ძალისხმევა გრძელდება. კონტაქტები მიმდინარეობს; ისინი არ არიან მოწყვეტილა. „ჰამასის“ მხრიდან იყო ულტიმატუმი, რომელიც ახლა შერბილდა“, – წერს ისრაელის პრემიერი.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მძევლებს მხოლოდ საკუთარი პირობებით გაათავისუფლებს. Reuters-ის ცნობით, დაჯგუფების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ „ჰამასის“ პოზიცია ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებს გააცნო, ქვეყნების, რომლებიც ცდილობენ, -ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყონ ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია