ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯასტინ ტრუდოს პასუხობს – ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხი „ჰამასმა“ და არა ისრაელმა უნდა აგოს – ცივილიზაციის ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში

ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში ის, ვინც განზრახ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, არის არა , არამედ „ჰამასი“, რომელმაც თავები მოჰკვეთა, დაწვა და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, – ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებას, რომ ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დახოცვა უნდა შეწყვიტოს.
„მაშინ, როცა ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დაიცვას, „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ზიანი მიაყენოს. ისრაელი უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობას ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნებით და უსაფრთხო ზონებით, „ჰამასი“ მათ გასვლას იარაღით უშლის ხელს. ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენისთვის – მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან დამალვით მათი მიზანში ამოღებისთვის – პასუხი „ჰამასმა“ და არა ისრაელმა უნდა აგოს. ცივილიზაციის ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალების, ბავშვების და ჩვილების მკვლელობა ღაზაში. „მსოფლიო ხდება ქალების, ბავშვების, ჩვილების მკვლელობის მოწმე. ეს უნდა შეწყდეს,“- აღნიშნა ტრუდომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას