– ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ

ს პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ.
ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.
მისი თქმით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო.
ს პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა.
„უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: პროპაგანდისტულ არხებს უნდა წარმოადგინონ, რომ უკმაყოფილო ხალხი ცოტაა… 330 დღეზე მეტია რაც იკრიბება ხალხი, ყოველ დღე იკეტება რუსთაველი, ყოველ დღე ამდენი ხალხი გამოდის და…