ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი, დიპლომატიური მრჩეველი, ოფირ ფალკი და ჩეხეთში ისრაელის ელჩი, ანა აზარი ესწრებოდნენ.
პეტრ პაველი ისრაელში დღეს ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. მისი მოგზაურობა უსაფრთხოების მიზეზების გამო ცნობილი არ ყოფილა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ კატარს ეწვევა.