ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რაფაჰიდან ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.
“ფერნანდო და ლუი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. მივესალმები ჩვენს მამაც მეომრებს იმ მამაცური მოქმედებისთვის, რამაც გამოიწვია მათი გათავისუფლება. ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით. არ გავუშვებთ ხელიდან არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს. ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამჟამად ღაზაში 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.

ასევე დაგაინტერესებთ