ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რაფაჰიდან ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.
“ფერნანდო და ლუი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. მივესალმები ჩვენს მამაც მეომრებს იმ მამაცური მოქმედებისთვის, რამაც გამოიწვია მათი გათავისუფლება. ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით. არ გავუშვებთ ხელიდან არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს. ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამჟამად ღაზაში 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს