ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაზე ავიაიერიშების განახლებაზე – ეს მხოლოდ დასაწყისია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება „ცეცხლის ქვეშ“ წარიმართება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურების და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი მძევლების გათავისუფლების რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ნეთანიაჰუს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, „ჰამასმა“ უარყო ყველა შემდგომი წინადადება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებაზე.
„ამიერიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას