უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალურ შეხვედრას გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების საკითხებზე დღეს სპეციალურ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა მინისტრებისა და უშიშროების წარმომადგენლების მონაწილეობით თელ-ავივში, კირიას სამხედრო შტაბ-ბინაში გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ