ისრაელის პრემიერ-მინისტრებისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრების ისტორიაში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრამპთან ისტორიული შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის ომის მიზნებს იზიარებს.
„დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორის მომავლის შესახებ ახალ და კრეატიულ ხედვას წარმოადგენს და მას მისი განხორციელება გადაწყვეტილი აქვს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
