– ორი თვის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს, გამოგონილი პარლამენტი – ჩვენ ბრძოლას ისრაელის სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

ჩვენ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ სესიაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი საუკეთესო ვაჟები ისრაელის მიწაზე არიან დაკრძალულნი. ჩვენ სასტიკი მტრის დასამარცხებლად ბრძოლას გავაგრძელებთ და ამით ჩვენი ძლევამოსილი ვაჟების, ძლევამოსილი შვილების სურვილებს ავასრულებთ. მათი ნება არ შეიძლება ამაზე უფრო ნათელი იყოს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქნესეთის დაარსების დღე ისრაელის გამარჯვებას, თავისუფლებას, დემოკრატიასა და პოლიტიკურ სუვერენიტეტს გამოხატავს.
„ორი თვის წინ ჩვენმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს. გამოგონილი პარლამენტი. იქ თავისუფალი და დემოკრატიული არ არსებობს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას „ჰამასს“ ახალი „ნაცისტები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ თავი მოიტყუეს, როცა ჩათვალეს, რომ სუსტი იყო და მასზე თავდასხმა შეეძლოთ.
„იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს არსებობასა და ჩვენი მომავალი თაობების არსებობას ეხება რაიმე სახის კომპრომისი არასდროს იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია