ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომის დასრულებისას ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება

ომის დასრულებისას, ღაზას ყველა ტერიტორია ს კონტროლის ქვეშ იქნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ღაზას სექტორში ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია განკუთვნილია “ომის, სამუშაოს დასრულებისთვის” ღაზაში.
“ჩვენი ძალები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, რათა ის ტერორისტებისგან და “ჰამასის” ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან გაასუფთაონ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი დაპირებით, ოპერაციის დასრულებისას, “ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება და “ჰამასი” სრულიად იქნება დამარცხებული”.
მან აღნიშნა, რომ ისრაელის მოკავშირეებისგან მხარდაჭერის შესანარჩუნებლად მათ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ უნდა დაუშვან, რასთან დაკავშირებითაც მან ცოტა ხნის წინ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნეთანიაჰუს თქმით, მისი გეგმა სამი ეტაპისგან შედგება: “საბაზისო საკვების ახლა” ღაზაში შესვლა ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად; ამერიკული კომპანიების მიერ მომავალ დღეებში დახმარების სადისტრიბუციო წერტილების გახსნა; და სამხრეთ ღაზაში “სტერილური ზონის” შექმნა, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს თავის შეფარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი