ბენიამინ ნეთანიაჰუ – ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი – ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად სიმართლეა ეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ს მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი იყო ისრაელის ომის მიზნების მისაღწევად, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების თავიანთ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებაა.
„ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი. ის იყო ტერორისტი. ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი პირობა იყო იმ მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს – ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნება საკუთარ სახლებში და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი უპასუხებს ყველას, ვინც მას დარტყმას მიაყენებს.
„ვინც ჩვენ დარტყმას გვაყენებს, დავარტყით მათ. ირანში ან ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად მართალია ეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო