ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, მზად არის დიდი, გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა შეინარჩუნებს ს უსაფრთხოებას.
ის უარყოფს ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას მოთხოვნები დაუმატა.
„არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, „ჰამასია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
„ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ