– მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის დიდი, გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა შეინარჩუნებს ისრაელის უსაფრთხოებას.
ის უარყოფს ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას მოთხოვნები დაუმატა.
„არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, „ჰამასია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
„ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)