ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო

მძევლების გასათავისუფლებლად ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებებია საჭირო, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ნეთანიაჰუმ კვლავ გააჟღერა საკუთარი აზრი, რომ „ჰამასი“ დაზავების შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟს ახდენს თავისი „გიჟური მოთხოვნებით“.
„ამ კვირას ორი მძევალი გავათავისუფლეთ ფრთხილ სამხედრო ოპერაციაში. ამ მომენტისთვის 112 მძევალი გავათავისუფლეთ ძლიერი სამხედრო ზეწოლისა და მყარი მოლაპარაკებების კომბინაციით. ეს ასევე არის მეტი მძევლის გათავისუფლების გასაღები – ძლიერი სამხედრო ზეწოლა და მყარი მოლაპარაკებები…
დაჟინებით მოვითხოვ „ჰამასმა“ უარი თქვას თავის გიჟურ მოთხოვნებს, და როდესაც ამ მოთხოვნებს დაანებებენ თავს, წინსვლა შეგვეძლება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, აქამდე ნეთანიაჰუმ უარი განაცხადა ხუთშაბათს კაიროში დაგეგმილ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებზე ისრაელის დელეგაციის გაგზავნაზე.

ასევე დაგაინტერესებთ