ბენიამინ ნეთანიაჰუ – მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ე.წ. „დიფ სთეითს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის მართლმსაჯულების სისტემის „ხალხის ნების ჩასაშლელად“ გამოყენებას ცდილობს.
„როდესაც ამერიკასა და ისრაელში არჩევნებში ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას ხალხის ნების ჩასაშლელ იარაღად იყენებს“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გამოცემა The Times of Israel-ი წერს, რომ ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცავებმა ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და დაკითხეს. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, გადაურიცხეს თუ არა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს ათასობით დოლარი კატარიდან ბოლო თვეების განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს