ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
„ისრაელს ომი თქვენთან არ აქვს. ეს ომი „ჰეზბოლასთან“ არის. დიდი ხანია, რაც „ჰეზბოლა“ ფარად გიყენებთ. მან რაკეტები თქვენს საცხოვრებელ ოთახებში განათავსა. ეს რაკეტები კი პირდაპირ ჩვენი ქალაქებისკენ და ჩვენი მოქალაქეებისკენ არის მიმართული. „ჰეზბოლას“ დარტყმებისგან ჩვენი ხალხის დასაცავად, ეს იარაღი უნდა გავანადგუროთ , – აცხადებს ს პრემიერ-მინისტრი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ევაკუირებული ლიბანის მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას შეძლებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს დილიდან გაფრთხილებთ, რომ საფრთხეს განერიდოთ. მოგიწოდებთ, რომ ამ გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოთ. როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენს სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებთ“, – აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.