– ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება

ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დემოკრატიაა და დემოკრატიად დარჩება. დემოკრატია საფრთხეში არ არის. საფრთხეში ბიუროკრატების მმართველობაა. საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ტერიტორიებს დაიკავებს.
„ღაზაში ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო დიდხანს იტყვის „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე უარს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ზეწოლა. ეს ტერიტორიების დაკავებას მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც ახლა აქ არ ჩამოვთვლი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა