ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი დრუზების თემის წევრებს დაიცავს.
„ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ.
სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფენ. სუნიტი მებრძოლების ვარაუდით, ჩანაწერი დრუზი მამაკაცის მიერ არის გაკეთებული.