ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის, ამ შვიდფრონტიანი ომის უკან ირანი დგას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, მ განცხადებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მისი ქვეყანა შვიდ ფრონტზე იბრძვის.
”დღეს შვიდ ფრონტზე იცავს თავს ცივილიზაციის მტრებისგან”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, მათ შორისაა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთში, „ჰამასი“ ღაზაში, „ჰუსიტები“ იემენში, “ტერორისტები” დასავლეთ სანაპიროზე და შიიტები ერაყსა და სირიაში.
„და ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა პირდაპირ ისრაელისკენ და რომელიც დგას ისრაელის წინააღმდეგ ამ შვიდფრონტიანი ომის უკან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორზე საუბრისას ბენიამინ ნეთაჰიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და რომ ის არ დაივიწყებს 101 მძევალს, რომლის სახლებში დაბრუნების ვალდებულება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ