ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ღაზაში ოპერაციას სრული ძალით უახლოე დღეებში გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ოპერაციებს სრული ძალით უახლოეს დღეებში განაახლებენ, – ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
„ოპერაციის დასრულება ნიშნავს „ჰამასის“ დამარცხებას. ეს ნიშნავს ჰამასის განადგურებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის შეჩერება „არავითარი გზით“ არ შეიძლება, მაშინაც კი, თუ კიდევ მეტი მძევლის გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწევენ.
„ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დროებითი იქნება. თუ „ჰამასი“ მეტ მძევალს გაათავისუფლებს, ჩვენ მათ ავიყვანთ და შემდეგ შევალთ. თუმცა, ომს ვერანაირად ვერ შევაჩერებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ – საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ – რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”