ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, მთავარ მოთხოვნებზე სიმტკიცეს ინარჩუნებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.
„ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა, და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი განმარტებით, იმ დიდი ძალისხმევის პარალელურად, რომელსაც ისრაელი გატაცებული მოქალაქეების დასაბრუნებლად ახორციელებს, ის მტკიცედ იცავს მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.
ნეთანიაჰუ განმარტავს, რომ აღნიშნული პრინციპები შეესაბამება 27 მაისის სქემას, რომელმაც ამერიკის მხარდაჭერა მიიღო.
ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასი“ აგრძელებს შეთანხმებაზე უარის თქმას.
„მას დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია. ზეწოლა უნდა იყოს მიმართული „ჰამასზე“ და მის ლიდერ იაჰია სინვარზე და არა ისრაელის მთავრობაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”