დაიწყებს მოლაპარაკებებს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ომის სთვის მისაღები პირობებით დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების დავალება გასცა.
მისივე თქმით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები.
„მოვედი, რათა დავამტკიცო ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ეს ორი საკითხი – „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება – ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
„ჰამასი“ ორშაბათს დათანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ შემუშავებულ წინადადებას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას გულისხმობს. ნეთანიაჰუმ აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. „ჰამასმა“ ისრაელის პრემიერი შუამავლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების უგულებელყოფასა და შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!