ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა – ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება:
„ჰამასის“ დარჩენილი ბატალიონების განადგურება, ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და „ჰამასის“ გვირაბის ქსელის განეიტრალება.
ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი: „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.
რაც შეეხება მძევლებთან დაკავშირებულ პოტენციურ შეთანხმებას, ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას და ნებისმიერ ფასად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია