ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს. შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი უშიშროების კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის მთავრობას წარუდგენს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას საბოლოო დამტკიცებისთვის, და აღნიშნა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, “-სთან სრული ურთიერთგაგებით, ჩვენ ქმედების სრულ თავისუფლებას ვინარჩუნებთ” ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ.
“თუ “ჰეზბოლა” შეთანხმებას დაარღვევს და ხელახლა შეიარაღებას ეცდება, ჩვენ დავარტყამთ. თუ ის ეცდება საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას, ჩვენ დავარტყამთ. თუ გაისვრის რაკეტას, ამოთხრის გვირაბს, მოიყვანს ჭურვებით სავსე სატვირთო მანქანას, ჩვენ დავარტყამთ…
ნებისმიერ დარღვევას ძალით ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება ის არის, რომელიც სრულდება, და ჩვენ მას აღვასრულებთ”, – განაცხადა ნეტანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას