– ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“

ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელსაც ისინი ავითარებენ. ეს ბირთვული ტერორიზმია სტეროიდებზე. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მკაფიო მხარდაჭერა“ აქვს.
„ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის