ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელისთვის დიდებული დღეა

ისრაელისთვის დიდებული დღეა, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, შეთანხმების დასამტკიცებლად დღეს ისრაელის მთავრობასა და უსაფრთხოების კაბინეტს მოიწვევს.
„ეს შესანიშნავი დღეა ისრაელისთვის. მთავრობას მოვიწვევ შეთანხმების დასამტკიცებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და -ის პრეზიდენტი ისრაელში მიიწვია, რათა ქნესეთში სიტყვით გამოვიდეს.
„გეგმის პირველი ფაზის დამტკიცების შედეგად, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდება. ეს დიპლომატიური წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.