ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს.
ნეთანიაჰუმ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება ჰქონოდა იარაღი ქვეყნის საკვანძო მდინარე ლიტანის სამხრეთით.
„თუმცა, ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ახლახან აღმოვაჩინეთ თანამედროვე რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ Le Figaro-ს.
მისი მტკიცებით, ისრაელის ერთადერთი მიზანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მისცენ საშუალება, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ.