ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ

ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში რეჟიმის ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყა.
„ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს. მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…