ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის – ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.
„ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების – მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია.
მისი თქმით, ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება.
„დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს – არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სარაკეტო იერიშის დროს შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები გაითვალისწინონ.
„ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.