ბენიამინ ნეთანიაჰუ: იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობა ნიშნავს, რომ „ჰამასი“ აღარ იბატონებს ღაზაში“.

„ის, ვინც ჰოლოკოსტის შემდეგ ისტორიაში ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოახდინა, მასობრივი მკვლელი, რომელმაც მოკლა ათასობით ისრაელელი, გაიტაცა ასობით ჩვენი ხალხი, დღეს გაანადგურეს ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა. დღეს ბოროტებამ მძიმე დარტყმა განიცადა, მაგრამ ჩვენი მისია ჯერ არ დასრულებულა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ს პრემიერ-მინისტრმა მძევლების ოჯახის წევრებსაც მიმართა და განაცხადა: „ჩვენ მთელი ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ყველა თქვენი საყვარელი – ჩვენი საყვარელი ადამიანები – არ დაბრუნდებიან სახლში. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულება“.

მ პალესტინელ ხალხსაც მიმართა.

„სინვარმა თქვენი ცხოვრება გაანადგურა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლულ იქნა, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი ეტაპია „ჰამასის“ ბოროტების ღერძის დაშლის საქმეში. „ჰამასი“ ღაზას აღარ მართავს. ეს არის „ჰამასის“ დღის დასაწყისი და ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, ღაზას მცხოვრებლებისთვის, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ მისი ტირანიისგან.

„ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და ისინი განადგურდებიან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველას დაინდობს, ვისაც მძევლები ჰყავს აყვანილი, თუ ისინი მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს დაყრიან.

„ამავდროულად ვამბობ, ვინც ჩვენს მძევლებს ავნებს, რომ მისი სისხლის მის თავზე იქნება. მასთან ანგარიშსწორებას მოვახდენთ“, – დასძინა ისრაელის პრემიერმა.