ბენიამინ ნეთანიაჰუ – თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, გაიგებს მას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, „ჰეზბოლა“ სგან შეტყობინებას მიიღებს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.
„თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი [ჩრდილოელი დევნილი] მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხოების აღსადგენად.