ბენიამინ ნეთანიაჰუ – თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ

თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ. ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა მ უშიშროების კაბინეტის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასმა“ გუშინ “შეთანხმება დაარღვია” თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებით, რომ “არ გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს”.
“თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ჩვენს მძევლებს შაბათის შუადღისთვის, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდებიან მანამდე, სანამ “ჰამასი” საბოლოოდ არ დამარცხდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათს. შეთანხმების პირობების თანახმად, შაბათს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა, 10 თებერვალს „ჰამასმა“ ისრაელს შეთანხმების პირობების დარღვევა დააბრალა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მძევლების გათავისუფლებას წყვეტს.