ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ

პირობა დავდე, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსს შევცვლიდით, ზუსტად ამას ვაკეთებთ, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
„ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ. პირობა დავდე, რომ ჩვენ ჩრდილოეთში უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსს შევცვლიდით. ზუსტად ამას ვაკეთებთ. ჩვენ ათასობით რაკეტასა და ჭურვს ვანადგურებთ, რომლებიც ისრაელის ქალაქებისკენ და ისრაელის მოქალაქეებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი უფროსი ოფიციალური პირებისა და ტერორისტების ლიკვიდაციას ახორციელებს და რაკეტების საიდუმლო საწყობებს ანადგურებს.
შეგახსენებთ, ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად, 182 ადამიანი დაიღუპა და 727 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ