ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ომის კაბინეტის“ მინისტრები „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდებიან

დღეს, ნეთანიაჰუ და „ომის კაბინეტის“ მინისტრები „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ოჯახების წევრებს დეტალებთან დაკავშირებით შეტყობინებები უკვე გაეგზავნათ. შეხვედრას, ასევე, სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც მძევლების ოჯახებისა და დაბრუნებულთა საკეთილდღეოდ მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერი და სხვა მინისტრები მძევლების ოჯახის წევრებს ადგილობრივი დროით 15:00-ზე შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ