– დავამტკიცეთ გეგმა, რომელიც ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს – ისრაელს ამ ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის სურს, რომლებიც მას მომავალში მართავენ, ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება და მართვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
“ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისთვის, ამავდროულად, საბრძოლო ზონების გარეთ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.
აღნიშნული ინფორმაცია ნეთანიაჰუმ Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ ისრაელს სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.
მან არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნა. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. ჩვენ არ გვინდა იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით. უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა „ჰამასის“ დაშლა. ერთადერთი გზა, რომ განსხვავებული მომავალი გქონდეთ, არის ამ ნეონაცისტური არმიის მოცილება. „ჰამასი“ მონსტრია“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები