გპირდებით, ყველას სახლში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომელიც მიესალმა სამი მძევლის – რომის, ემილის და დორონის გათავისუფლებას “ჰამასის” ტყვეობიდან.
მან მიულოცა სამ ქალს “სახლში დაბრუნება”.
“ეს მომენტი მიღწეული იქნა ჩვენი გმირი მებრძოლების – ისრაელის გმირების თავგანწირვისა და ბრძოლის წყალობით”, – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.
შეგახსენებთ, 19 იანვარს ძალაში შევიდა ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი მძევალი გათავისუფლდა.
გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი, რომელსაც გათავისუფლებული მძევლები ჰყავდა, დაეშვა თელ-ავივის საავადმყოფოში.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს მათი ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა.
ამასთან, ისრაელმა განაცხადა, რომ მზად არიის გააგრძელოს დამატებითი მძევლების მიღება და მუშაობს ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.