ბენიამინ ნეთანიაჰუ – ბრიტანეთის, საფრანგეთის და კანადის ლიდერებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ.
მისი თქმით, კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და მარკ კარნის სურთ, რომ „დამშვიდდეს და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ „ჰამასის“ მასობრივი მკვლელების არმია გადარჩება“.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურება სურს.
„ვერასდროს გავიგებ, როგორ არიდებენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას თავს საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ვეუბნები პრეზიდენტ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ კარნის და პრემიერ-მინისტრ სტარმერს, როდესაც მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ჩვილების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას გიხდიან, თქვენ სამართლიანობის არასწორ მხარეს ხართ. კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ. „არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, – აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.