ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა გააკონტროლოს ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს თქმით, ისრაელმა უნდა გააკონტროლოს ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან. ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ხელახლა დაიკავებს კონტროლს ღაზის სექტორის საზღვარზე ეგვიპტესთან და განაგრძობს ისრაელის მიზნის შესრულებას „ჰამასის“ გასანეიტრალებლად.
„ომი თავის სიმაღლეზეა და ის მრავალი თვე გაგრძელდება. ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან ჩვენს ხელში უნდა იყოს. ის უნდა დაიხუროს. ნათელია, რომ ნებისმიერი სხვა შეთანხმება არ უზრუნველყოფს დემილიტარიზაციას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.