ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გამორიცხავს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე. ამის შესახებ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ომი ისრაელის მიზნების მიღწევამდე დასრულდება, რეალობას არის მოწყვეტილი.
„ჩვენ არ შევაჩერებთ ბრძოლას იქამდე, ვიდრე ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. ეს არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზიდან საფრთხის დასრულება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.