ანტონიო გუტერეშს – „ჰეზბოლა“ გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს, გაიყვანეთ ისინი საფრთხის ზონიდან ახლავე, დაუყოვნებლივ

ს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს და მოუწოდებს, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ( UNIFIL) ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან გაიყვანოს.
„ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, UNIFIL-ის ჯარისკაცების დაშავების გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი არ დაშავდნენ, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად მარტივი და აშკარა გზა არის უბრალოდ მათი საფრთხის ზონიდან გაყვანა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ სათვის გაგზავნილ მიმართვაში.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ არა , არამედ „ჰეზბოლა“, რომელიც გაერო-ს დროებით ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს.
შეგახსენებთ, გაერო-ს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გაერო-ს სამშვიდობო მისიის 5 წევრი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა