ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება: ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კოლეჯებში პალესტინის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციები და მომიტინგეები გააკრიტიკა.
„ისინი „ჰამასის“ გვერდით, მოძალადეებისა და მკვლელების გვერდით დგანან. მომიტინგეებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან, უნდა შერცხვეთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად ვაშინგტონში პალესტინის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცხრა ადამიანი დააკავა.