ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – „ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის მიღებაზე და ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმებებზე და ქმნის კრიზისს ბოლო მომენტში, რომელიც ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს