ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს განვიხილავთ

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს განვიხილავთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ უახლეს წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი მიიღო.
ოთხშაბათს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ კატარის მეშვეობით ისრაელს პასუხი გაუგზავნა.
წყაროების ინფორმაციით, „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?