ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – პალესტინელ პატიმრებს არ გავათავისუფლებთ, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს დამამცირებელი ცერემონიების გარეშე არ გაათავისუფლებს

ისრაელი აცხადებს, რომ არ გაათავისუფლებს ასობით პალესტინელ პატიმარს, სანამ დაჯგუფება „ჰამასი“ თავის პირობებს არ შეასრულებს.
ს პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელი არ გაათავისუფლებს 620 პალესტინელ პატიმარს მანამ, სანამ „ჰამასი“ მძევლების შემდგომ გათავისუფლებას „დამამცირებელი ცერემონიების გარეშე” არ უზრუნველყოფს.
„ჰამასმა“ გუშინ ისრაელს 6 მძევალი გადასცა. ისინი ბოლო ცოცხალი მძევლები იყვნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინათ. ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი კი ისრაელისთვის მომავალ კვირას უნდა გადაეცათ.
„ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბდულ ლატიფ ალ-კანუმ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შაბათს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები არ გაათავისუფლეს, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებდა.
ისრაელი და „ჰამასი“ ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც 19 იანვარს ამოქმედდა, დღემდე გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აიკრძალება – იკრძალება უცხოური ძალის მიერ მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების და გადაცემის დაფინანსება ან თანადაფინანსება