ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ქმედებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად განახორციელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს ოფისის განცხადებით, ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედების გეგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ს საჭიროებიდან გამომდინარე, მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.
ნეთანიაჰუს ოფისმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნეთანიაჰუმ -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი თავს არ დაესხმება ირანის ნავთობ და ბირთვულ ობიექტებს.
გამოცემა ციტირებს ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროებს და რომელიც აცხადებს, რომ ხდება ისრაელის გეგმების ფრთხილი შეფასება, რათა ამან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს.