ს ოფისის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ს პრემიერ-მინისტრის, ს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთში განხორციელებული დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი, ჰაითამ ალი ტაბატაბაი იყო.
„პრემიერ-მინისტრმა დარტყმის ბრძანება თავდაცვის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე გასცა. ისრაელი მზადაა თავისი მიზნების მისაღწევად ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს იმოქმედოს“, – ნათქვამია განცხადებაში.