ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე – ჯო ბაიდენის გეგმა, ღაზასთან დაკავშირებით, არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ისრაელი მას თანხმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს თანაშემწე, ოფირ ფალკი ადასტურებს, რომ ისრაელმა მიიღო -ის პრეზიდენტ ს მიერ შეთავაზებული ჩარჩო შეთანხმება ღაზაში ომის შესაჩერებლად, თუმცა აცხადებს, რომ ის ხარვეზებს შეიცავს და გაცილებით მეტ სამუშაოს საჭიროებს.
“ეს არის გარიგება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით – ეს არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ძალიან გვინდა მძევლების გათავისუფლება, ყველა მათგანის გათავისუფლება. ბევრი დეტალია დასამუშავებელი”, – განაცხადა ოფირ ფალკიმ, რომელიც არის ნეთანიაჰუს მთავარი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში და დასძინა, რომ ს პირობები, მათ შორის მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია